Sunday, August 10, 2014

dRiuri #8
2014 weli 1 agvisto
saxeli da gvari- Ljilda lolaZe
dabadebis TariRi-   1939 weli 3 marti
dabadebis adgili- Tbilisi
ganaTleba-soxumis saqarTvelos suptropikuli meurneobis instituti
specialoba- agronomi
ოჯახი--- მეუღლე ზაურ გაბრიჩიზე
                შვილები: შუქრი და  თამარი
                4 შვილიშვილი

      ანასეულში 1962 წლიდან ვცხოვრობ,- გვაიმბობს ქალბატონი ჯილდა,- ვმუშაობდი აგროტექნიკის განყოფილებაში, ვსწავლობდი ასპირანტურაში, დავიცავი დისერტაცია. გავხდი სწავლული აგრონომი და ასოცირებული დოქტორი. აქ გაიხარდნენ ჩემი შვილები. ანასეული ძალიან მიყვარს. იმ პერიოდში, როცა ანასეულში ცხოვრება დავიწყე მშენებლობლობების ბუმი იყო. შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, აშენდა ულამაზესი კულტურის სახლი, ორსართულიანი მაღაზია, ინსტიტუტისა და ზონალური ლაბორატორიის ახალი კორპუსები, მოიკირწყლა აუზები, დაიდგა ორიგინალური ლამპიონები. ირგვლივ სისუფთავე და სილამაზე იყო. ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორი, ბატონი ვახთანგ ჯაყელი დაინტერესებული იყო, რომ მუშა მომსახურეებისთვის  ცხოვრების კარგი პირობები შეექმნა. ახლა ძალიან გული მტკივა, რომ ასე განადგურდა ყველაფერი.

      90-იან წლებში ანასეულში ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტი გაიხსნა. მისი დამფუძვნებელი იყო ბატონი ვანო ქერქაძე. ინსტიტუტის დაარსების დღიდანვე ვმუშაობდი ამ ინსტიტუტში. მძიმე პერიოდი იყო. მაშინ მშობლებს საშუალებ არ ჰქონდათ შვილები სასწავლებლად დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში გაეშვა. არაჩვეულებრივი სტუდენტები გვყავდა, ასევე, შესანიშნავი პროფესორ-მასწავლებლები, როგორც მოწვეულები , ისე ადგულობრივები. ხელფასი 25 ლარი მქონდა, მაგრამ საქმის სიყვარული მაძლებინებდა.

     ინსტიტუტს ხშირად სტუმრობდა იმ დროის გამოჩენილი პოლიდბიუროს წარმომადგენლები, თუ საზოგადო მოღვაწეები. მე ხშირად მიწევდა მათი გამასპინძლება, როგორც ინსტიტუტში, ისე სახლში. სახლში შთაბეჭდილების წიგნიც შევქმენით სტუმრებისთვის. მახსოვს მიხეილ გორბაჩოვის, ედუარდ შევარდნაძის, ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, რუსთაველის თეატრის მსახიობების და სხვათა სტუმრობა. დაუვიწყარი დრო იყო ჩემთვის.

     წლების განმავლობაში ვიყავი მშობელთა კომიტეტის დავმჯდომარე. სკოლას არაჩვეულებრივი მასწავლებლები ჰყავდა. თავისი საქმის პროფესიონალები.  გარდა იმისა, რომ სწავლის ხარისხი მაღალი იყო ბავშვები თავისუფალ დროს ძალიან საინტერესო და სახალისო ღონისძიებებში იყვნენ ჩართულები. განსაკუთრებულად გამოვყოფთი ქალბატონ თინა თენიეშვილის საქმიანობას. იგი ჩემი შვილის დამრიგებელი იყო. კლასში 20 ვაჟი და 5 გოგონა იყო.  ბიჭებთან მუშაობა ადვილი არ იყო. ქალბატონი  თინა მათთან ერთად აგროვებდა ჯართს, მაკულატურას, დადიოდა ლაშქრობაში. კარგი მუშაობისთვის მათ იწვევდნენ საბავშვო რადიო გადაცემებში. მათზე იწერებოდა სტატიები გაზეთებში / ,,ნორჩი ლენინელი'' , ..ლენინის დროშა'', ,,ახალგაზრდა კომინისტი''/.  რამდენიმე მოსწავლე მათ შორის ჩემი შვილიც, არტეკის საგზურით დააჯილდოვდა. ინსტიტუტის დირექციამ კი  ლენინგრადში გაუშვა სამოგზაუროდ მთელი კლასი.    ქალბატონ თინას ბავშვები დაჰყავდა ანასეულის ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებთან, პროფესორებთან, იღებდნენ მათგან ინტერვიუს და აგროვებდნენ არაჩვეულებრივ მასალას. კარგი იქნება ამ მასალი მოძიება. მშობელთა კომიტეტის თანადგომით ინსტიტუტმა სკოლის ცეკვის გუნდს არაჩვეულებრივი ფორმები შეუკერა სამი სხვადასხვა ცეკვისთვის და ასევე დააფინანსა გუნდის გასტროლები მოსკოვში. 







No comments:

Post a Comment